გაერო: უკრაინა ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

გაერო-მ უკრაინის მოქალაქეების მიერ სამშობლოს დატოვება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე სწრაფად მზარდ კრიზისად შეაფასა.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა ფილიპო გრანდიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები