ზელენსკი: ბაიდენს რუსი დამპყრობლების შესაჩერებლად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მის ხელთ არსებულ ყველა მეთოდს არ მიმართავს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ABC News-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბაიდენს ომის შესაჩერებლად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

“დარწმუნებული ვარ და მინდა, მჯეროდეს, რომ მას [ჯოზეფ ბაიდენს] მეტი შეუძლია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

”რუსეთს ამის უფლებას ვერ მივცემთ. ისინი გვბომბავენ, გვესვრიან, აგზავნიან რაკეტებს, ვერტმფრენებს, საბრძოლო თვითმფრინავებს – ძალიან ბევრს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები