ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები