”დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა

რუსული კრიტიკული ტელეარხის, “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, “დოჟდის” მთავარ რედაქტორთან, ტიხონ ძიადკოსთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა – პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება.

“ორი არჩევანი გვქონდა – ან დავხურულიყავით, რადგან სიმართლეს ვერ ვამბობდით, ან გაგვეგრძელებინა მუშაობა და ტყუილები გვეთქვა. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ჩვენს მაყურებელს”, – თქვა კოტრიკაძემ ქართულ მედიასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები