ეგეოსის ზღვისკენ ამერიკული, მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავიამზიდი – “ჰარი ტრუმენი” მიემართება. შესაბამისი ინფორმაცია ავიამზიდის Twitter-ის გვერდზე ვრცელდება.
“ტრუმენი და CVW-1-ის გუნდი გაემგზავრნენ ჩრდილოეთ ეგეოსში ფრენის ოპერაციებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს გაძლიერებულ საჰაერო მისიას და დაადასტურონ ნატო-სადმი მტკიცე მხარდაჭერა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემიდან აფრენილი F18 რუმინეთის ცაზე იფრენენ.
აღსანიშნავია, რომ ავიამზიდს ეგეოსის ზღვა არასდროს გადაუკვეთავს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, სავარაუდოდ, თურქეთი კვლავ დაიცავს მონტროს კონვენციას და ამერიკულ ავიამზიდს შავ ზღვაში არ შეუშვებს.