წინააღმდეგობა პუტინთან – ჯონსონმა 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა სხვა ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ 6-პუნქტიან მოთხოვნებს შეუერთდნენ, დაწყებული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით და დამთავრებული მოსკოვზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დამარცხდეს და დაინახოს, რომ აგრესიის ამ აქტში ჩაფლავდა. მისი თქმით, შემოღებული უპრეცედენტო სანქციები საკმარისი მაინც არ არის, რომ დაიცვას უკრაინა კრემლის მცდელობებისგან გადაწეროს წესები ძალის გამოყენებით.
მან ასევე ლიდერებს უკრაინის ხელისუფლების ჩართულობით დეესკალაციის დიპლომატიური გზების ძებნისკენ და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გაზრდისკენ მოუწოდა.