ამირან სალუქვაძე: “გუგლი” რატომ უშვებს ომის მოწოდების რეკლამას, ეს საკითხიც გასარკვევი და აღსაკვეთია

“ეს ვიდეო ხომ ნახეთ ყველამ?

ვიდეო რომ საფრთხის შემცველია და მის უკან ძალიან დიდი ფული დგას, მარტივად აგიხსნით: ამ ვიდეოს რეკლამა განთავსებულია იუთუბ-ზე, ასევე, უკრაინულ საიტებზე. შესაძლოა, სხვა რესურსებზეც, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, იუთუბ-ზე ვიდეოს რეკლამის სახით განთავსება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“იუთუბ-ზე ვიდეოს რეკლამის სახით განთავსება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუ იუთუბს დავუმატებთ სხვა ინტერნეტ რესურსებს, დაფიქრდით, რატომ იხდიან ასეთ თანხებს, ვინ და რა მიზნები დგას ამ ვიდეოს უკან? ახლა გაიხსენეთ ბოლო დღეებში აგორებული კამპანია, მოწოდებები გარედან, შიგნიდან, რათა საქართველო ომში ჩაეთრიათ.

საუბარი არაა არც ათასებზე, არც ათიათასებზე.

ეს არაა კომერციული რეკლამა, რომელსაც მოგება მოაქვს.

რა მიზნებით იხდიან დიდძალ თანხებს ამ ვიდეოს რეკლამირებაში?

გავიხსენოთ გონჩარენკოები, იანკელები და აქაური ომის პროპაგანდისტები. დასკვნები ყველამ თავისით გააკეთოს.

იმედია, გამოძიება დაინტერესდება. “გუგლი” რატომ უშვებს ომის მოწოდების რეკლამას, ეს საკითხიც გასარკვევია და აღსაკვეთია”, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები