თამარ ტალიაშვილი PACE -ის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა, სადაც ისაუბრა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებებზე.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა კომიტეტის წინაშე, ქვეკომიტეტის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მან ძირითად პრიორიტეტებად დაასახელა: გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; მედია პლურალიზმი; ჟურნალისტთა ეთიკა და მედიის თვითრეგულაცია; ინტერნეტ მმართველობა და ადამიანის უფლებები კიბერსივრცეში; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ზეგავლენა საზოგადოებაზე.