ნატო უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შესაძლო გამოცხადებას განიხილავს.
Financial times-ის ცნობით, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნატო-ს მინისტერიალზე დღეს გაიმართება.
რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა?
ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენაა აკრძალული.
ეს შეიძლება, იყოს გამოყენებული სენსიტიური არეების, მაგალითად, სამეფო რეზიდენციების დასაცავად ან დაწესდეს დროებით, გარკვეული სპორტული ღონისძიებისა და დიდი შეკრების დროს.
სამხედრო კონტექსტში ფრენის აკრძალული ზონა იქმნება თვითმფრინავებისა და საფრენი აპარატების საჰაერო სივრცეში შესვლისგან დასაბლოკად, როგორც წესი, თავდასხმის ან დაზვერვის პრევენციის მიზნით.
ფრენის ზონის აკრძალვა უნდა მოხდეს სამხედრო საშუალებებით, რაც შეიძლება გულისხმობდეს მეთვალყურეობას, პრევენციულ დარტყმებს თავდაცვითი სისტემების დასაცავად ან იმ საფრენი მოწყობილობების ჩამოგდებას, რომლებიც აკრძალულ ზონაში შევლენ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა არაერთხელ მოუწოდეს პარტნიორებს საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.