ზელენსკი: ჩვენ ვიბრძვით ძლევამოსილ მტერთან, რომელიც რიცხოვნობით ჩვენზე მეტია, მაგრამ ათასობით სინათლის წლით არის დაშორებული ნორმალური ადამიანებისგან

ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო, დაესრულებინა უკრაინისა და ევროპის ისტორია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მისი თქმით, უკრაინელები იბრძვიან გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ, თუმცა, მტერი “ათასობით სინათლის წლით არის დაშორებული ნორმალური ადამიანებისგან”.

“ჩვენ ვიბრძვით ძლევამოსილ მტერთან, რომელიც რიცხოვნობით გვაჭარბებს. ასევე, გვჯობნის ტექნიკითაც, მაგრამ ათასობით სინათლის წლით არის დაშორებული ნორმალური ადამიანებისგან, რომლებსაც ღირსება აქვთ. ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო დაესრულებინა უკრაინისა და ევროპის ისტორია. რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები