ჩერნიგოვში რუსეთის ავიაიერიშს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ჩერნიგოვში რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“სამედიცინო დაწესებულებების განახლებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 3 მარტს ჩერნიგოვის ტერიტორიაზე რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი – 38 მამაკაცი და 9 ქალი. გადარჩენილია 18 ადამიანი”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები