„ყველაზე რთული ვითარება სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქშია“ – ალექსეი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმეტეს რაიონში ოკუპანტებს წინააღმდეგობა წარმატებით გაუწიეს. მან აღნიშნა, რომ უკვე 196 საათზე მეტია, უკრაინა რუს დამპყრობლებს უკუაგდებს.
“ამ საათებსა და დღეებში სიტუაცია იცვლება. ახლანდელი დრო მოითხოვს სიმშვიდეს, განსაკუთრებულ კონცენტრაციას. ჩვენმა დამცველებმა უმეტეს რაიონებში მტერი შეაჩერეს. ზოგიერთ რაიონში შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს,” – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობა რჩება სამხრეთში, სადაც მტერი ბოლო საათებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს.
“ხარკოვი არის გადაულახავი ციხესიმაგრე. მთელი უკრაინა ტკივილით უყურებს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. მაგრამ ახლა მთელმა ევროპამ იცის, რომ ხარკოვი არა მხოლოდ ინტელექტუალური და ინდუსტრიული ცენტრია, არამედ – მამაცი მოქალაქეების საამაყო ქალაქიც”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.
მან დასძინა, რომ ბრძოლები გრძელდება სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში.
“აღმოსავლეთში და სამხრეთში, ყველგან უკრაინელი ხალხი მტერს უკუაგდებს და გამარჯვებას აახლოებს”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.