ჟიტომირში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, სერგეი სუხომლინი ავრცელებს.
მისი თქმით, იერიშის შედეგად, სკოლა ფაქტობრივად განადგურებულია.
“დაახლოებით 20 წუთის წინ ოკუპანტებმა ჟიტომირში 25-ე სკოლა დაბომბეს. ფაქტობრივად, სკოლის ნახევარი სრულად განადგურდა.
დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება”, – ამბობს ქალაქის მერი.