Unian: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ

ქალაქ ენერგოდარში არსებული, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა დაიკავეს.
ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპანტებმა გამთენიისას დაბომბეს, ამ დროისთვის რადიაციული ცვლილება არ ფიქსირდება. მათივე განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

“ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ენერგობლოკების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად”, – ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებაში.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ადგილობრივ მედიასთან ამბობენ, რომ მათ თავს კადიროვის დაჯგუფება დაესხა.

ცნობისთვის, გამთენიისას რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, ხანძარი გაჩნდა. ოკუპანტებმა მეხანძრე-მაშველებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები