ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი გვიან ღამით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სადგურის დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებენ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.

ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები