მოლაპარაკებების მეორე რაუნდი: მიღწეულია შეთანხმება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება
მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რუსული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ „რუსეთი 24“-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც „უახლოეს მომავალში“ მოხდება. მოლაპარაკებები ორსაათნახევარს გაგრძელდა.
იმავდროულად, უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა არ მოიტანა რაიმე შედეგი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ არსებობს “გამოსავალი მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის”