"ჰუდონჰესის" საკითხის გადაწყვეტის სწორი გზა დიალოგია“

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ “ჰუდონჰესის” საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა დიალოგია. “ჩვენ გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება. ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის, ცალკეული ადამიანების ინტერესები და ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ინდივიდის უფლება და მეორე მხრივ, გვაქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემები, ნორმალურ საზოგადოებაში ყოველთვის მიღწევადია ორ ღირებულებას შორის კომპრომისი დიალოგის გზით. ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ვართ ინდივიდები, მაგრამ, მეორე მხრივ, ვართ საქართველოს მოქლაქეები და ვემსახურებით სამშობლოს. გამომდინარე იქედან, რომ აქ არის სახელმწიფო ინტერესებიც და ინდივიდუალური ინტერესებიც, დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის ფორმით ეს მოგვარდება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები