სომხეთის ევროპული პარტია მთავრობას მიმართავს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოფიციალური განაცხადი გააკეთოს

სომხეთის ევროპული პარტია სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ სომხეთის ევროპული პარტია „ტვიტერის“ გვერდზე წერს

„მას შემდეგ, რაც უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანეს, სომხეთის ევროპული პარტია მიმართავს სომხეთის ხელისუფლებას, ოფიციალურად წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ვულოცავთ ჩვენ მეზობელ საქართველოს ამ ისტორიულ ნაბიჯს! ახლა, ისე როგორც არასოდეს, აუცილებელია დიალოგი, თანამშრომლობა ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონის ინტეგრაციას წევრობის სახით ევროპულ ოჯახში. მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა, მანამდე, უკრაინის EU-ში გაწევრიანების განაცხადზე ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები