უკრაინის მთავრობამ მოქალაქეებს ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ოფიციალურად მისცა
უკრაინის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება ოფიციალურად მისცა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ უმაღლესი რადას სამართალდამცავმა კომიტეტმა მიიღო.
“კომიტეტმა გააუქმა ყველა შეზღუდვა მოქალაქეების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის/სხვა ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად, საომარი მდგომარეობის დროს”, – ამბობს დეპუტატი ანდრეი ოსადჩუკი.