რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მზად იყვნენ სანქციებისთვის, თუმცა, არ ელოდნენ, რომ აკრძალვები შეეხებოდათ სპორტსმენებს და მედიასაც. ამის შესახებ მან Al Jazeera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, – თქვა ლავროვმა.