ხარკოვში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაბომბვის შედეგად დაზარალდა

ხარკოვში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაბომბვის შედეგად დაზარალდა, – ამის შესახებ
ხარკოვის ეპარქია ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, დაბომბვის დროს ხალხი ტაძარში იმალებოდა. მსხვერპლი არ არის.

საკათედრო ტაძარში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ეკლესიის ჭურჭელი.

მიძინების ტაძარი ხარკოვის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, ქალაქის თორმეტი ოფიციალური სიმბოლოდან მეხუთე. იგი აშენდა 1657 წელს.

ფოტო: უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახური

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები