ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. იზიუმის მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.
“თავდასხმა, დაახლოებით, 23:59 საათზე დაიწყო, ესროლეს მაღალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლებს. დაღუპულია, სულ მცირე, რვა მშვიდობიანი მოქალაქე”, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოგვიანებით, ქალაქის მერის მოადგილემ განმარტა, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.