ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ( ICC) უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს, – ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი დაკვირვების შემდეგ, ICC-ის პროკურატურამ ორშაბათს, 28 თებერვალს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყების სურვილი გამოთქვა და ICC-ის მოსამართლეებს ნებართვა სთხოვა.
რომის წესდების მე-14 მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყების პროცესი დაჩქარდებოდა, თუ სიტუაციის შესახებ რომის წესდების მონაწილე სახელმწიფო მიმართავდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
დიდმა ბრიტანეთმა 37 მოკავშირე ქვეყანასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით გუშინ მიმართა.
დიდი ბრიტანეთისა და 37 სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ახლა შეუძლია ორგანოს სასამართლოს თანხმობის გარეშე, პირდაპირ საქმის გამოძიება დაიწყოს.