ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარებიან – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალნურ მუსაევმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა პოზიციები დათმეს და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დახმარებას გაუწევენ.

„სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და ნაწილობრივ რუსული კონტინგენტი ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციაში, ომში გამოსაყენებლად გადაიტანეს”, – განაცხადა მუსაევმა.

რუსეთი ასევე ახორციელებს უპრეცედენტო ზეწოლას ყაზახეთზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი მხარდაჭერა მოიპოვოს”, – წერს უკრაინული მედია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები