მეშვიდე დღეა, რუსი ოკუპანტები გამანადგურებელ დარტყმას აყენებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ ადგილებს. დაბომბვის შედეგად, 2000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.
„ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები. ამ დროის განმავლობაში 2000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, სამხედროების გარეშე. უკრაინის სამსახური ხალხის გადარჩენას ისახავს მიზნად. ჩვენ მოვახერხეთ 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, 400-ზე მეტი ხანძრის ლიკვიდაცია, მტრის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პიროტექნიკოსებმა გაანეიტრალეს 416 ასაფეთქებელი ობიექტი”, – აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურში.
ამასთან, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 000-მდე რუსი სამხედრო გაანადგურა.