ევროსაბჭო იმ სანქციების სიას აქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა

ევროსაბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შემაკავებელი ზომები დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა.

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მკაცრ სანქციებს აწესებს.

1. SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან ითიშება 7 რუსული ბანკი: „ნოვინკომბანკი“, „რასია ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „ბანკ ოტკრიტიე“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“ და „ვნეშეკონომბანკი“.

აღნიშნული სანქცია ასევე შეეხება ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომლის საკუთრების უფლების 50 პროცენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ ზემოაღნიშნული ნებისმიერი ბანკი ფლობს. აკრძალვა ევროკავშირის სანქციის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა ძალაში.

2. ევროკავშირის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია ნებისმიერი სახის რუსული თვითმფრინავებისთვის
3. აიკრძალა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი „რაშა თუდეისა„“ და „სპუტნიკის“ ევროკავშირის ქვეყნებში მაუწყებლობა.
4. ასევე, აიკრძალა რუსეთში ევროს გაგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები