დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას 10 უკრაინელი მაშველი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას 10 უკრაინელი მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის დროს მაშველებმა მოახერხეს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, 400-ზე მეტი ხანძრის ლიკვიდაცია, 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

“პიროტექნიკოსებმა 416 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.

ამასთან, დავალების შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი და დაშავდა 13”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები