ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი: მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართოს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს.

მისი თქმით, ორივე ქვეყნის დელეგაცია უცვლელია.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ მიიღებს.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები