გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში NATO-ს მონაწილეობა გამორიცხა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს.
“ჩვენ არ ჩავერევით სამხედრო გზით. NATO ამას არ გააკეთებს. ეს არასწორი იქნება ამ სიტუაციაში”, – განაცხადა შოლცმა ისრაელში ვიზიტის დროს.
კანცლერის თქმით, NATO უკრაინას მხარს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით უჭერს.
შოლცის განცხადებით, ის იმუშავებს იმისათვის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე გაგრძელდეს.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა შოლცმა.