რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევში ტელეანძა დაბომბეს, დედაქალაქის ერთ-ერთი მედიის თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი, ვასილი მიხალჩუკი “ფეისბუქ”‘ზე წერს.
“გუშინ დოროჰოჟიჩის სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა ჩვენი კოლეგა,
ოპერატორი ევგენი საკუნი. კოლეგებო, გაუფრთხილდით თავს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.