გიორგი ცუცქირიძე: ქართული ოპოზიცია ამ ისტორიულად გარდამტეხ მომენტში მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

„რასაც ქართული ოპოზიცია ახლა, ამ ისტორიულად გარდამტეხ მომენტში აკეთებს და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ ეწევა, მისთვის თუნდაც მიუღებელი პოზიციის მქონე ხელისუფლების დემონიზაციით და შინ, თუ გარეთ „ოცნების“ კაპუტულანტურ და კოლაბორაციონისტულ ძალად წარმოჩენით, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, გარდა მტრის წისქვილზე წყლის დასხმისა!“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება.
„დიდ ომებს თავისი კანონზომიერება ახასიათებს. მასში უშუალოდ ჩართული, თუ არაპირდაპირ დაპირისპირებაში მყოფი ქვეყნები, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან. ერთადერთი ეს კაპიტულაციაზე ხელისმოწერას არ ეხება დამარცხებული მხარის შემთხვევაში.

რომელიმე მხარეს ან ბლოკში მონაწილეობაც დიდწილად გეოსტრატეგიული და ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელისუფლება უზურპირებულია, ან წმინდა იდეოლოგიზირებული სარჩული უდევს. პირველი მსოფლიო და მეორე მსოფლიო ომიც ამის კლასიკური ნიმუშია. არც დუჩე ყოფილა შემთხვევით ჰიტლერთან და არც დღეს არის ბაწკო შემთხვევით პუტინთან.
ახლა ზოგიერთი რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ემოციურ ფონს, ან იქ მყოფ ქართულ გავლენებს უკავშირებს, თვისობრივად არასწორია. პრეზიდენტები ამ ტიპის განცხადებებს არც ემოციური ფონის და, მით უფრო, ვინმეს კარნახით არ აკეთებენ.
ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, გამოდის თავისი ეროვნული ინტერესებიდან, გინდ შენი სტრატეგიული და გინდ ჩვეულებრივი პარტნიორი იყოს. ქართული სიბრძნეც- ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო, სხვაგან უფრო ესმით, ვიდრე სამწუხაროდ აქ! ეს ანდაზა არც ეგოიზმის და არც კაპიტულაციის არსს არ გამოხატავს, პირიქით, თუ საკუთარი კარ -მიდამო არ გაქვს მოვლილი, სხვის პრობლემაზე არ უნდა ისაუბრო. მაგრამ იშვიათია შემთხვევა, რასაც ქართული ოპოზიცია ახლა, ამ ისტორიულად გარდამტეხ მომენტში აკეთებს და საკუთარი ქვეყნის საზიანოდ ეწევა მისთვის თუნდაც მიუღებელი პოზიციის მქონე ხელისუფლების დემონიზაციით, და შინ თუ გარეთ „ოცნების“ კაპუტულანტურ და კოლაბორაციონისტურ ძალად წარმოჩენით, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, გარდა მტრის წისქვილზე წყლის დასხმისა! ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაც, 21 დეკემბერს კი არ დაიწყო, პირველი გასროლა პრაღის რეზოლუცია იყო, რითაც პრეზიდენტ გამსახურდიას საერთაშორისო დისკრედიტაციას ემსახურებოდა და რუსული ინტერესის პირდაპირი გატარება იყო!“ – წერს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციას ბოლო ორი წლის დესტრუქცია და საბოტაჟი, ახალ არეულობამდე მიჰყავს.

„დღეს ამ ომის გახანგრძლივებით ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, ამიტომ, მეორე ფრონტის გახსნა პუტინის რუსეთს პირველ რიგში პოზიციურად დაასუსტებს, მაგრამ ისევ ჩვენს ხარჯზე. ახლა ვინმე, რომ ამისკენ ღიად მოგვიწოდებდეს, ან შესაბამისი სამხედრო და ფინანსური რესურსი გვქონდეს, ან ჩვენი უშუალო ჩართულობით ხდებოდეს ამ ომში გარდატეხა, კიდევ გასაგები იქნებოდა.
სანქციებზე არმიერთებაზე და მოხალისეთა არგაშვებაზე აქცენტები მხოლოდ მიზეზი იყო, ზელენსკიმ ძალზე კარგად იცის, რომ უკრაინის მხრეს არაერთი ქართველი იბრძვის, ამასთან ჩარტერული რეისით მოხალისეთა გადაყვანა, თან ასე აფიშირებულად რას ნიშნავს მესამე ქვეყნისათვის, მით უმეტეს, რუსეთთან ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ჩვენნაირი ქვეყნისათვის, ისიც ყოველგვარი სამხედრო ფარის გარეშე. პოლონეთის და ბრიტანეთის პრემიერების განცხადებებმაც დაადასტურა, რომლებიც, ფაქტობრივად, უკრაინის ფარს წარმოადგენენ, ამ პოზიციის მაღალი ტურბულენტურობა, როდესაც მოხალისეთა ხელშეწყობა უარყვეს! ღარიბაშვილს როგორი ხისტი, არადიპლომატიური, გნებავთ მიუღებელი განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა, საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო რეზოლუციები, მათ შორის გაეროს სხდომაზე, საპირისპიროს უფრო ამტკიცებს.
ზელენსკის მხრიდან ემოციური ფონის ზეგავლენაც გასაგებია, თუმცა თავის დროზე ზურა ადეიშვილის და სხვათა მრჩევლობა, რომ არ გაპროტესტდა და ელჩის გამოწვევა არ მოხდა, ასეთი ნიუანსებით იწყება ყველაფერი. წარსულის დამსახურებისთვის არავინ არაფერს გაპატიებს თუ შენ მისცემ ამის შესაძლებლობას.
ნუ ვიქნებით ზედმეტად გულუბრყვილოები და ნურც სასარგებლო იდიოტები დიდ თამაშებში, რა ეს ის ოპოზიცია არაა, ყველაფერზე ხელს რომ მოაწერს საკუთარი კეთილდღეობისათვის საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, თუ ჯერ არ გაუკეთებიათ აქამდე? “ქართულ ოცნებას” კი ურჩევნია პროცესებს უფრო რეალისტურად შეხედოს და მუდმივი თავის მართლების რეჟიმიდან გამოვიდეს, ოპოზიციურ „ნაცკლასტერს“ რეზიდენტები აკლიათ, თუ გავლენის აგენტები? ახლა არ დამიწყოთ, რომ ამ მოხალისეებში არ იყვნენ პროვოკატორები, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ცნობილი ვაჟა ექიმი ეყოფა ყველაფერს! თუ მხარდამჭერი ტელევიზიები აღმოჩნდენ აეროპორტში ოდენ უკრაინის მხარდაჭერის გასაშუქებლად? მეხუთე კოლონაა ოღონდ არა მხოლოდ რუსეთისათვის! მილიონი გზა არსებობს მოხალისეთა ჩასაყვანად თან არააფიშირებულად, რასაც ისედაც აკეთებენ იგივე ევროპის ქვეყნები, უკრაინელებთან ერთად.
პუტინის რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, არავის დაავიწყდეს, რომ უკრაინამდე ეს ჩვენ გავაკეთეთ, 2008 წლის ომამდე, მარტო 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტისას, რაც, ფაქტობრივად, რუსულნეო იმპერიულ პოლიტიკასთან მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი დაპირისპირება იყო, 25 000 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, 300 000 კი ლტოლვილად აქცია. ყველამ კარგად იცის პირადად ჩემი დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძისადმი, მაგრამ მისი მინისტრები, თან ყოფილი კომუნისტები, ამ ავაზაკებთან და პატრიოტულ მანტიამოსხმულებთან შედარებით, ბოლო ორი წლის დესტრუქცია და საბოტაჟი, ახალ არეულობამდე რომ მიჰყავთ, მართლა კაცები და პატრიოტები იყვნენ! ეს პირველ რიგში ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას და მამია ალასანიას ეხება და ყველა იმ გმირს, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალს პერსპექტივა დაუტოვეს!
ჩვენ იმასაც ვნახავთ, რომ უკრაინელი ხალხის ეს გმირული ბრძოლა, მართალია დიდი მსხვერპლის ფასად, გამარჯვებით დასრულდება, ერის ურყევ ნებას იყოს თავისუფალი არასდროს ალტერნატივა არა ჰქონია, ამ ისტორიულ ქარტეხილში მის ლიდერსაც, მიუხედავად ამ სუბიექტური და არაკორექტული განცხადებისა, მხოლოდ გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ! რასაც პუტინის იმპერიული მანქანა უკრაინაში ჩადის, არა თუ ჰააგა გაასამართლებს, არამედ ახალი ნიურნბერგის სახელით შევა კაცობრიობის ისტორიაში!“- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები