24 თებერვალს უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან დღემდე, თითქმის 5840-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ასევე, მტრის მატერიალური დანაკარგი წარმოადგენს: 211 ტანკს, 862 ჯავშანტექნიკას, 85 საარტილერიო სისტემას; 40 რეაქტიული სისტემას; 9 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას; 30 თვითმფრინავს; 31 ვერტმფრენს; 355 ერთეული საავტომობილო ტექნიკას; 2 კატერს; 60 ცისტერნასა და 3 დრონს.