ზელენსკი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს იერიშები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე.

ამის შესახებ მან CNN-სა და Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კიევში, ბუნკერში გაიმართა, საიდანაც ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ იქნება, სანამ რუსი სამხედროები უკრაინულ ქალაქებს ბომბავენ.

„აუცილებელია, სულ მცირე, შეწყდეს ხალხის დაბომბვა, უბრალოდ, შეწყდეს დაბომბვა და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა“, – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ნატო-ს, უკრაინის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტოს, რომ მოხდეს რუსული საჰაერო ძალების შეჩერება.

მისი თქმით, ეს იქნება პრევენციული ზონა, რომელიც არ გულისხმობს ნატო-ს კონფლიქტში ჩაბმას.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შედგა და უშედეგოდ დასრულდა, რადგან მხარეები საკუთარ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის დაბრუნდნენ. მოლაპარაკება 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მეორე რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები