ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს იმუშაოს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.
შესაბამის დოკუმენტს სახელწოდებით „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ კენჭი უყარეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რომელიც მოწვეული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ხმა მისცა 676-მა, მათგან 637-მა, წინააღმდეგი 13, თავი შეიკავა 26-მა.