“ადიდასმა” რუსეთის ფედერაციის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გააუქმა

სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოების გერმანულმა კონცერნმა “ადიდასმა” რუსეთის ფეხბურთის კავშირთან (RFU) პარტნიორობის ხელშეკრულება შეაჩერა. ამის შესახებ ფრანგული სააგენტო AFP იტყობინება.

, RFU-მ “ადიდასთან” ხელშეკრულება გასული წლის აგვისტოში 2026 წლამდე გააფორმა, რომლის თანახმადაც რუსეთის ნაკრები ამ კომპანიის წარმოებულ ფორმას ატარებდა.

ფედერაცია სპორტულ ბრენდთან 2008 წლიდან თანამშრომლობს.

“ადიდასის” ახალი გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კრემლის დანაშაულებრივ პოლიტიკას უკავშირდება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები