“უკრაინაში არც საბრძოლო თვითმფრინავებს, და არც ჯარისკაცების გაგზავნას არ ვგეგმავთ” – ბულგარეთის პრემიერი

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს – მიგ-20 ტიპის გამანადგურებლებს, და სუ-25-ის ტიპის მოიერიშეებს.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული თვითმფრინავები, “საკუთარი ცის დასაცავად არასაკმარისია, შესაბამისად, მათი გადაცემა – სრული აბსურდია”.

მისივე თქმით, გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბულგარეთი უკრაინაში ჯარისკაცებს გზავნის, ესეც ეს შეესაბამება სიმართლეს”.

უკრაინისთვის ბულგარული თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები