ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა ჩვენთვის მთავარია, მკაფიო პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული, რუსეთმა რომ ტანკები გადაქოქონ, ჩვენ რას ვაკეთებთ?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციამ დაამთავრა დავა თემაზე, ვინ არის აგრესორი და ვინ დაიწყო ომი.

„აღარავის ეპარება ეჭვი, რომ აგრესორი იყო რუსეთი და პუტინი. ეს საკითხი ჩვენგან დამოუკიდებლად ახლა გარკვეულია, მაგრამ ჩვენ რაც გვაღელვებს ის არის, რომ არ ვიცით როგორია საქართველოს საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია ამ სიტუაციაში.

ადრე გვეშინოდა, რომ დასავლეთი ჩვენ არ დაგვეხმარებოდა, ჩვენ გამო ბევრს არაფერს არ გააკეთებდა. მაგრამ ახლა გამოდის, რომ ჩვენ თუ სანქციებს არ ვუერთდებით ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ბელარუსის ტერიტორიიდან ესვრიან რაკეტებს და ბელარუსი არის ჩართული მასთან ომში, წარმოიდგინეთ, ჩვენს პორტებში რომ შემოვიდეს რუსული გემები რას ეტყვის ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი? შესაბამისად მგონია, რომ რაღაც კონკრეტული საკითხები, რომელიც ეკონომიკას კი არ უკავშირდება, რკინიგზის გადაკეტვას კი არ უკავშირდება სამტრედიიდან რუსეთისთვის, არამედ ევროკავშირის მიერ შეთანხმებულ სანქციებს, რომელიც ჩვენ არ გამოგვაჩენს განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადოებად, რომლის უფლება ჩვენ არ გვაქვს, როგორ შეიძლება მოლდოვა და საქართველო დღეს არ იყოს ფაქტობრივად სინქრონიზებულ პოზიციაზე უკრაინასთან და ევროკავშირთან. ახლა ჩვენთვის მთავარია მართლა ვიცოდეთ აგერ რუსეთმა რომ ტანკები გადაქოქონ, ჩვენ რას ვაკეთებთ და ეს მკაფიო პოზიცია უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული. ეს არის ჩემი აზრით ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ამოცანა”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები