ზელენსკი – ევროპარლამენტში: გვითხარით, რომ იქნებით ჩვენ გვერდით; გვითხარით, რომ არ მიგვატოვებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, “რუსეთი გადაიხდის ფასს იმ ტრაგედიისთვის, რომელიც უკრაინაში დაატრიალა და ეს ძალიან მაღალი ფასი იქნება”.

“ჩვენ მძიმე რეალობასთან გვაქვს, ადამიანების სიცოცხლესთან და მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ სიცოცხლეებს ვწირავთ ფასეულობებს, ვკარგავთ საუკეთესო ადამიანებს ფასეულობებისთვის, უკრაინელები თავდადებულად იბრძვიან იდეებისთვის და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, “მიხარია, რომ თქვენ არა მხოლოდ ლაპარაკობთ, არამედ საქმესაც აკეთებთ და ამ საქმეს ყველა ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს უკრაინული არჩევანი და ეს არის ევროპული არჩევანი უკრაინისთვის”.

“მინდა, გავიგო თქვენგან, რომ უკრაინული არჩევანი ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თქვენ დაინახეთ ის თავდასხმა, რომელიც რუსეთმა განახორციელა.

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის. დღეს უკვე 60 ბავშვია დაღუპული, რომლებიც ემსხვერპლნენ პუტინის განზრახვას, რომ უკრაინა გაანადგუროს.

ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გადარჩეს და ჩვენ გვინდა, ევროპის სრულფასოვანი წევრი ვიყოთ.

მჯერა, რომ დღეს ყველას ვაჩვენეთ, რას წარმოვადგენთ. უკრაინა იქნება ძლიერი, მაგრამ თქვენ გარეშე ვიქნებით მარტო, ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ. ამიტომ, გვითხარით, რომ თქვენ იქნებით ჩვენ გვერდით; გვითხარით, რომ არ მიგვატოვებთ. სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები