გრინ ბარეტი: გერმანიამ რა თქვა, იცით?! – ამერიკას რა ენაღვლება, შორსაა… ჩვენ კი ეს სანქციები თავადვე დაგვაზარალებსო

გერმანიამ რა თქვა, იცით?! – ამერიკას რა ენაღვლება, შორსაა… ჩვენ კი ეს სანქციები თავადვე დაგვაზარალებს და კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე ჰოპლას დავიძახებდეთო.
ამასობაში კი, ქართველები და მისი ხელისუფლება, (ნაც. ვირთაგვების აზრით რასაკვირველია) თურმე ჯერ უნდა გადავხტეთ, შარვლიდან ამოვხტეთ და, ერთი ქვეყნის დროშის ტარს რომ წამოვეგებით მტკივნეული ადგილით, – მერე ვიყვიროთ, – “ჰოპლა” , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის მონაწილე, მწერალი და სოც.აქტივისტი, გრინ ბარეტი წერს.

“მეტი გზა არ მაქვს, გასაგებ ენაზე უნდა გელაპარაკოთ:
გერმანიამ რა თქვა, იცით?! – ამერიკას რა ენაღვლება, შორსაა… ჩვენ კი ეს სანქციები თავადვე დაგვაზარალებს და კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვიდრე ჰოპლას დავიძახებდეთო…
გერმანიამ თქვა ეგ, გაერთიანებულმა და ძლიერმა.
ამასობაში კი, ქართველები და მისი ხელისუფლება, (ნაც. ვირთაგვების აზრით რასაკვირველია) თურმე ჯერ უნდა გადავხტეთ, შარვლიდან ამოვხტეთ და, ერთი ქვეყნის დროშის ტარს რომ წამოვეგებით მტკივნეული ადგილით, – ე მერე ვიყვიროთ, – “ჰოპლა” არა და, – უი დედა ეს რა გვიქნეს კაცოო, და იქვე საკუთარ თავსვე მივუგოთ, – აბა აბა, განა შეგვრჩებოდაო?!!

პ.ს. მარტო ერთი რუსული სამხედრო კოლონის სიგრძე გაზომეს ამ დილით კიევის მისადგომებთან. 54 კილომეტრი გამოვიდა… და საქართველო სულ რამდენია სიგრძეში, იციით?!
ხოო და, – სიგანეში, ორჯერ უფრო ნაკლები…
მაინც ვერ მიხვდით???
და ამის გარდა, ათიათასობით ისეთი რაკეტა აქვს არსენალში, – ჩვენ (დიდი უკრაინისაგან განსხვავებით) ერთი… ჰა ჰა, – ორი ცალი რომ გვეყოფა პირისაგან მიწისა აღსაგველად…
ჰა, ახლაც ვერა??? – არაუშავს… და ჩემდათავად თქვენზე ნაკლები გულოვანისა და პატრიოტის დდშვც მე, ძვირფასო ნაც ვირთაგვებო და მყვარებელნო მათთა ყოველთა!..”, – წერს გრინ ბარეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები