ანჯაფარიძე – საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე: კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ აქ არეულობის პროვოცირება მოხდეს
ეს არის კარგად გათვლილი ნაბიჯი, რომ აქ არეულობის პროვოცირება მოხდეს, – ასე ეხმაურება ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.
“ეტყობა, მოაცლევინეს იქ ჩამჯდარმა “ნაცებმა”, დავკარგე მასზე შთაბეჭდილება, მაგრამ ეს არის კარგად გათვლილი ნაბიჯი, რომ აქ არეულობის პროვოცირება მოხდეს”, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.