ლავროვი: ზელენსკის რეჟიმი მეზობელი ქვეყნებისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევმა სახიფათო თამაში წამოიწყო, რაც დაკავშირებულია საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენის გეგმებთან.

ამის შესახებ მან განიარაღების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

”დღეს საფრთხეები, რომლებსაც ზელენსკის რეჟიმი უქმნის მეზობელ ქვეყნებს და ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებას, მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კიევში დამკვიდრებულმა ხელისუფლებამ დაიწყო საშიში თამაშები, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი ბირთვული იარაღის შეძენის გეგმებთან,” – თქვა მან.

მისი თქმით, რუსეთი ყველა ზომას იღებს, რომ არ დაუშვას უკრაინაში ბირთვული იარაღის გაჩენა.

ლავროვი ამბობს, რომ კიევის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით არ არის ცარიელი სიტყვები, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა ბირთვული ტექნოლოგია და ასეთი იარაღის მიწოდების საშუალებები.

„ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ ამ რეალურ საფრთხეს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები