უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი დღეს ევროპარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვლენ.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარული სხდომა თბილისის დროით, დაახლოებით,15:30 საათზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხის განსახილველად შეიკრიბება.
„პრეზიდენტი ზელენსკი და სპიკერი სტეფანჩუკი შემოგვიერთდებიან და ისაუბრებენ მსოფლიოსთან“, – თქვა მან.