უკრაინაში რუსეთში შეჭრიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, პოლონეთის საზღვარი 377, 4 -მა ათასმა უკრაინელმა გადაკვეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური ავრცელებს.
„24 თებერვლიდან დღემდე, სასაზღვრო დაცვის ოფიცრებმა დაარეგისტრირეს 377,400-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ომის ალში გახვეული სამშობლო”, – ნათქვამია განცხადებაში.
სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან პოლონეთში რეკორდული რაოდენობის ადამიანი შევიდა – 100 000-ზე მეტი.