ОВД-Инфо: რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 6400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 6440-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

შესაბამისი მონაცემი ადამიანის უფლებადამცველმა პროექტმა – ОВД-Инфо-მ წარმოადგინა.

აღინიშნება, რომ ყველაზე მეტი დაკავებულია მოსკოვში – მინიმუმ 3126 ადამიანი; სანქტ-პეტერბურგში 2100-მდე პირი. სხვა ქალაქებში დაკავებულთა რაოდენობა ოთხნიშნა რიცხვს არ აჭარბებდა.

„ჩვენ დავაფიქსირეთ 103 ქალაქი, სადაც უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ომის მოწინააღმდეგეები იყვნენ დაკავებული”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები