თეა წულუკიანი: ოპოზიცია ცანცარებს, ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი კი არა, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს

“ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს და ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერმინისტრი კი არა, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არის ხალხი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ომს ტელეფონით აწარმოებდა.

„ეს არის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტაშფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როდესაც, ალბათ, ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა და სულს ღაფავდა. ეს არ იყოს ისე, რომ დაიხოცა ყველა, ვეღარ გამოგვყავს და მარტო ეს გადადეს გვერდზე. ეს იყო ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისასაც ომს აწარმოებდა ტელეფონით. ვინ ვინ და მე მათ შორის ვარ, ვინც ეს ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ აწარმოა ამ ხალხმა ომი, როდესაც ერთი მტკიცებულებაც კი არ დატოვა, რომელსაც ჩვენ სტრასბურგში, სამართლებრივ დავაში რუსეთს მაგიდაზე დავუდებდით და დასაცინად არ გავახდევინებდით თავს. წლები დაგვჭირდა ჩვენ, „იუსტიციელებს“, პროკურორებს, პოლიციელებს, გენშტაბის წევრებს და ჯარისკაცებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა, ამ ვერდიქტზე დაყრდნობით გაამთლიანონ ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები