ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე

“ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

“ყველას, ჩვენს ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები