კიევში, კრემლის დავალებით, 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული მოქმედებს.
მათი ამოცანაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მინისტრთა კაბინეტის წევრების ლიკვიდაცია და შესაბამისი ნიადაგის მომზადება, რომ მოსკოვმა ქალაქი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.
“”ვაგნერის” ჯგუფი, რომელიც იმართება პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის მიერ, ხუთი კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკიდან, ზელენსკის მთავრობის მოსაკვეთად სოლიდური ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ”, – ნათქვამია მასალაში.
“ვაგნერელების” მისიის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავრობისთვის 26 თებერვალს გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში კი კიევმა 36-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომ ქალაქი რუსი დივერსანტებისგან გაეწმინდათ.
ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ, ქუჩაში გამოჩენის შემთხვევაში, ისინი დივერსანტებად ჩაითვლებოდნენ.