გერაშჩენკო: რუსული ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში რუსული სამხედროების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შესახებ იტყობინება.
„რუსი ოკუპანტების მორიგი ბოროტმოქმედება, რომელიც არ უნდა დაიმალოს. ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა ლობანოვსკის 6ა-ში“,- წერს გერაშჩენკო.