შერი: პუტინი დესპოტია და თუ მას მიეცემა შანსი, დაიპყრობს სუვერენულ ქვეყნებს, სანამ არ აღადგენს საბჭოთა კავშირს
მომღერალი შერი სოციალურ ქსელში უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმიანება და წერს, რომ პუტინი დესპოტია, რომელსაც სუვერენული ქვეყნების დაპყრობა და საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა.
“რატომ არის უკრაინა მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პუტინი დესპოტია და თუ მას მიეცემა შანსი, პუტინი დაიპყრობს სუვერენულ ქვეყნებს მანამ, სანამ არ აღადგენს საბჭოთა კავშირს. ეს ევროპას დატოვებს პატარას და დაუცველს. რუსეთს, ჩინეთს, საუდის არაბეთს სურთ ჩვენ გვნახონ მათ მუხლებთან და ეს მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა”, – წერს შერი “ტვიტერში”