ლადო კახაძე: რუსეთისთვის ყველაზე დიდი სანქცია საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ნატო-ში დაუყოვნებლივი მიღება იქნება

„ქართული ოცნების“ წევრი, ლადო კახაძე სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. კახაძის განაცხადებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება აუცილებელია. მისი თქმით, სწორი სანქცია საქართველო-უკრაინა- მოლდოვას ნატო-ში დაუყოვნებლივი მიღებაა.

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოსაზრებას გთავაზობთ – რუსეთისათვის ყველაზე დიდი და სწორი სანქცია საქართველო-უკრაინა- მოლდოვას ნატო-ში დაუყოვნებლივი მიღებაა”, – წერს სოციალურ ქსელში ლადო კახაძე.
ამასთან, კახაძე რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვაზეც საუბრობს.

”რუსეთი უნდა გაირიცხოს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან!!! ყველა სპორტული ფედერაციიდან!!! ყველა ეკონომიური ფორუმიდან!! სრული მხარდაჭერა უკრაინას!!! დღეს უკრაინაზე გადის მსოფლიო სამართლის წითელი ხაზი”, – წერს კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები